1. გარდა კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებისა, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდატორია შესაბამისი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია ან, იმ სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია  − სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული პირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს წარედგინება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ განაცხადი/მიმართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს მოთხოვნას ლიკვიდატორის დანიშვნაზე თანხმობის შესახებ, მისი საიდენტიფიკაციო  მონაცემების და შესაფერისობის მითითებით. თუ სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ ლიკვიდატორად ინიშნება მესამე პირი, მაშინ ეროვნული ბანკისთვის წარსადგენ განაცხადს/მიმართვას ერთვის ლიკვიდატორად დასანიშნი პირის თანხმობა.

3.  კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი, რომელიც შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. თუ ლიკვიდატორის კანდიდატი არ არის ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორის კანდიდატს შორის ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, სადაც ყველა სხვა არსებით პირობასთან ერთად უნდა განისაზღვროს ლიკვიდატორის ანაზღაურება.

4. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე სპეციალურ მიზნობრივ ერთეულში ან/და მის რამდენიმე განყოფილებაში.

5. ლიკვიდატორის ცვლილება და გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ან მისი თანხმობით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) იგი უხეშად არღვევს კანონმდებლობას ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს;

ბ) იგი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის 23-ე მუხლით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს;

გ) არსებობს სხვა დასაბუთებული მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ლიკვიდატორს მისი ფუნქციების განხორციელებაში;

დ) კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არსებობს ისეთი ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის ლიკვიდატორს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განახორციელოს მისი ფუნქციები.

6. ლიკვიდატორის დანიშვნის, ცვლილების და გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს, გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და სსიპ - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში