1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია,  ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის კუთვნილი აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აუქციონი წარიმართება  აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და  შემდეგი პირობების დაცვით:

ა) საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი ქონების/აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი www.eauction.ge ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო ქონების/აქტივების მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების შესახებ, შესათანხმებლად, აუქციონის ჩატარებამდე, სულ მცირე, 14 კალენდარული დღით ადრე წარუდგენს ეროვნულ ბანკს;

გ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე შეძენილი ქონების/აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;

დ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გამარჯვებულს ქონების/აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) თუ პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში  ქონების/აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონს, პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ქონების/აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ საჯარო აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;

ვ) თუ განმეორებითი საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების/აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე სარეალიზაციო ქონების/აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისის ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.

2. საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გასაყიდი ქონება/აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გარდა, კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო (ელექტრონული) აუქციონი ჩაატაროს დამატებით.

4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის აქტივები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდა