1. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) სრულად არის დაფარული ყველა კრედიტორის მოთხოვნა;
ბ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტს აქვს დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარად.
2. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტს აქტივები აღარ აქვს, თუ:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია.
3. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ, მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებას;
დ) ინფორმაციას კრედიტორთა მოთხოვნის დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
4. ლიკვიდატორი მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ სალიკვიდაციო აქტს, ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.
5. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ბეჭედი და შტამპი, რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იქნეს ხელმოწერილი.
6. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, მეორე კი გადაეცემა ლიკვიდატორ