1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტი;
ბ) გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;
გ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;
დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ.
ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
2. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებ