1. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

2. პირს ეკრძალება იყოს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

3. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.

4. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი.

5. თუ ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია, დაუშვებელია ის იყოს სეკიურიტიზაციის მონაწილესთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირ