1. საპენსიო ფონდის დირექტორის პოზიციაზე დასანიშნი პირი (მათ შორის, დირექტორის პოზიციაზე დასანიშნი მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი), ისევე როგორც საპენსიო ფონდის დირექტორები პოზიციაზე ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა აკმაყოფილებდნენ კანონის მე-13 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, ასევე ამ წესით განსაზღვრულ შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს:
ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;
ბ) საპენსიო ფონდის საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;
გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს, დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;
დ) საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. დირექტორის კონკრეტულ პოზიციასთან პირის შესაფერისობის დადგენისას გაითვალისწინება შესაბამისი პოზიციის მნიშვნელობა და მისი სპეციფიკა. შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების დონე და სპეციფიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული პოზიციის გათვალისწინებით.
4. დირექტორს უნდა ჰყავდეს სულ მცირე ერთი მოადგილე (ან პირი, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება), რომელიც დირექტორის არყოფნის ან დირექტორის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას. ამ პუნქტით განსაზღვრულ დირექტორის მოადგილეზე (ან შესაბამისად, პირზე, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება) ვრცელდება დირექტორის მიმართ ამ თავით დადგენილი დებულებებ