1. საპენსიო ფონდის დირექტორები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი თავიანთი მოვალეობების შესრულებაში და უნდა ჰქონდეთ უნარი, დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები.
2. დირექტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან შეუსაბამოდ მიიჩნევა, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) დირექტორს არ გააჩნია გამბედაობა და თავდაჯერებულობა. აღნიშნულის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირის ქცევა წარსულში და მიმდინარე პოზიციაზე;
ბ) დირექტორს აქვს ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს მის მიერ მოვალეობების დამოუკიდებლად და ობიექტური განსჯის საფუძველზე შესრულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შეფასება გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგი თითოეული ფაქტორისა და მათი ერთობლიობით გამოწვეული შედეგების ანალიზს:
ა) ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც, მათ შორის, გულისხმობს დირექტორის მიერ აქციების, წილის ფლობას (სხვისთვის სამართავად გადაცემული აქციების/წილის ჩათვლით) ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალ სუბიექტებში;
ბ) პირადი, პროფესიული ან ბიზნესურთიერთობა მმართველობითი საბჭოს წევრებთან, სხვა დირექტორებთან და საპენსიო ფონდში დასაქმებულ პირებთან;
გ) მმართველობითი საბჭოს წევრებთან ან სხვა დირექტორებთან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში);
დ) საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალ სუბიექტებთან ბიზნესურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში);
ე) უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციები;
ვ) პირადი, პროფესიული ან ბიზნესურთიერთობა საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მნიშვნელოვანი მომსახურების მიმწოდებლებთან;
ზ) პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური ურთიერთობები, რაც, მათ შორის, შესაძლოა იყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, ასევე პოლიტიკური გაერთიანების წევრობა ან/და მხარდაჭერა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულებების სახით.
4. დირექტორმა მასთან დაკავშირებით არსებული ან/და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი დროულად და დეტალურად უნდა გაუმჟღავნოს მმართველობით საბჭოს. აღნიშნული საკითხი მმართველობითი საბჭოს მიერ დროულად უნდა იქნეს განხილული, დოკუმენტირებული და აღმოფხვრილი (მათ შორის, გატარებული უნდა იქნეს მიტიგაციის შესაბამისი ზომები).
5. ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს დირექტორის განსჯის დამოუკიდებლობაზე, საპენსიო ფონდმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდოს ინფორმაცია გატარებული მიტიგაციის ზომების შესახე