1. საპენსიო ფონდის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
2. დირექტორი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით.
3. საკმარისი დროის არსებობის შესაფასებლად, ასევე გაითვალისწინება, სულ მცირე, შემდეგი გარემოებები და მათი ერთობლივი შედეგი:
ა) პირის მიერ საპენსიო ფონდში ერთდროულად დაკავებული პოზიციების რაოდენობა. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, მმართველობით საბჭოში და კომიტეტში წევრობას ან/და სხვა პირის მოვალეობის შესრულებას;
ბ) შეხვედრების რაოდენობა და დირექტორის ჩართულობა, მათ შორის, შეხვედრები საზედამხედველო ორგანოსთან, შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან;
გ) სპეციფიკური პოზიციის სახე და მასთან დაკავშირებული დირექტორის პასუხისმგებლობები, შეხვედრებზე დასწრების/ჩართულობის ვალდებულება;
დ) პროფესიული ან სხვა სახის საქმიანობა, რომელიც ნებადართულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე პოლიტიკური საქმიანობა/აქტიურობა ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინები