1. კომიტეტი იკრიბება საჭიროების შემთხვევაში, პირადად ან დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.
2. კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ უნდა შედგეს ოქმი როგორც მატერიალური დოკუმენტის სახით, ისე ელექტრონულად და უნდა ინახებოდეს ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით. კომიტეტის სხდომაზე დამსწრე პირებს ევალებათ, გაეცნონ სხდომის ოქმს და დაადასტურონ მისი შინაარსი ხელმოწერით. ოქმი უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს შედგენის თარიღის, წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისა და ხელმომწერი პირების ნახვა. სხდომის ოქმს უვადოდ ინახავს საპენსიო ფონდი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით).
3. საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სხდომის ოქმის ხელმისაწვდომობა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
4. კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი. კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ მმართველობითი საბჭოს წევრებსა და დირექტორებს.
5. კომიტეტის თავმჯდომარე ნიშნავს თავის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას და უძღვება კომიტეტის სხდომას.
6. კომიტეტებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების თაობაზე ანგარიში რეგულარულად უნდა წარუდგინონ მმართველობით საბჭოს.
7. კომიტეტებს უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით/კომიტეტის წესდებით მიეკუთვნება მათ უფლებამოსილებას. კომიტეტებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით მმართველობით საბჭოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება და მმართველობითმა საბჭომ, თავის მხრივ, არ უნდა გადასცეს კომიტეტს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, გარდა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
8. კომიტეტმა უნდა განიხილოს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საკითხები და რეკომენდაციები წარუდგინოს მმართველობით საბჭოს, რათა დაეხმაროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
9. კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს აგრეთვე საპენსიო ფონდის დირექტორი, თანამშრომელი, მოწვეული პირი. დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზ