1. საპენსიო ფონდის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების დაცვა კომიტეტის და კომიტეტის ყველა წევრის მიერ.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ინტერესთა კონფლიქტი განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც კომიტეტის წევრის გადაწყვეტილებამ ან ხმამ შეიძლება არსებითად და პირდაპირ მოახდინოს გავლენა მის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა:

ა) არსებული ინტერესიდან (გადაწყვეტილებიდან მიღებულია რეალური უპირატესობა);

ბ) პოტენციური ინტერესიდან (არსებობს გადაწყვეტილებიდან პოტენციურად უპირატესობის მიღების შესაძლებლობა);

გ) შესაძლო ინტერესიდან (ობიექტურ დამკვირვებლებს შესაძლოა ჰქონდეთ გონივრული ეჭვი, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, არსებობს ის თუ არა რეალურად).

3. კომიტეტის ყველა წევრი ვალდებულია:

ა) გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

ბ) განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდეს არსებულ, პოტენციურ ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს;

გ) უზრუნველყოს პრევენციული ზომების მიღება არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

4. კომიტეტის წევრებმა წერილობით უნდა დაადასტურონ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა კომიტეტის წევრად მათ დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე. ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის წევრმა წერილობით უნდა გააცნოს კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წევრმა მონაწილეობა არ მიიღოს იმ საკითხზე მსჯელობაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.

5. თუ კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის მიერ განხილულ ან/და გადასაჭრელ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს კომიტეტის ყველა წევრს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღებს მონაწილეობას შესაბამის განხილვებში/გადაწყვეტილების მიღების პროცესშ