ერთი მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიისგან ნებართვის მოთხოვნის მიღებისთანავე, მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოები აღიარებენ ავიაგადამზიდველი კომპანიის შესაფერისობას და/ან მოქალაქეობას, დადგენილს პირველი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ისე თითქოს აღნიშნული დადგენილ იქნა მათივე კომპეტენტური ორგანოების მიერ და არ ჩაატარებენ შემდგომ შემოწმებებს გარდა (a) და (b) პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
(a) თუ, ავიაგადამზიდველი კომპანიისგან ნებართვის მოთხოვნის მიღების, ან ამგვარი ნებართვის გაცემის შემდეგ, მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოებს გაუჩნდებათ კონკრეტული ეჭვი, რომ მიუხედავად მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებისა, არ არის შესრულებული შესაბამისი უფლებამოსილებების ან ნებართვების მინიჭებისთვის წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით („ნებართვა“) გათვალისწინებული პირობები, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამ ორგანოებს ამის შესახებ და დაუსაბუთონ თავიანთი ეჭვი. ასეთ შემთხვევაში თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს, და/ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, ამასთან, ამგვარი მოთხოვნები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გადაწყდეს. თუ საკითხი ვერ გადაწყდა, თითოეულ მხარეს შეუძლია ამგვარი საკითხი გადასცეს წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის („ერთობლივი კომიტეტი“) შესაბამისად შექმნილ ერთობლივ კომიტეტს.
(b) ეს მუხლი არ ითვალისწინებს მარეგულირებელი გადაწყვეტილებების აღიარებას შემდეგთან დაკავშირებით:
- უსაფრთხოების სერტიფიკატები, ან ლიცენზიები;
- უსაფრთხოების სისტემები; ან
- დაზღვევ