1. თითოეული მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან ოპერირების ნებართვის გაცემაზე, გააუქმონ, შეწყვიტონ, ან შეზღუდონ ნებართვების მოქმედება, ან სხვა მხრივ შეწყვიტონ, ან შეზღუდონ სხვა მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიის ოპერაციები, თუ:
(a) საქართველოს ავიაგადამზიდველი კომპანიის შემთხვევაში:
- ავიაგადამზიდველ კომპანიას თავისი კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილი არ აქვს საქართველოში ან არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი;
- ავიაგადამზიდველ კომპანიაზე ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო;
- გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლი („ინვესტიცია“) სხვაგვარად ითვალისწინებს, ავიაგადამზიდველ კომპანიას უშუალოდ ან მის საკონტროლო პაკეტს არ ფლობს, ან ეფექტურად არ აკონტროლებს საქართველო და/ან საქართველოს მოქალაქეები.
b) ევროკავშირის შემთხვევაში:
- ავიაგადამზიდველ კომპანიას თავისი კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილი არა აქვს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად ან არ აქვს ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია; ან
- ავიაგადამზიდველ კომპანიაზე ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს არ ახორციელებს წევრი სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია მისთვის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მინიჭებაზე, ან მკაფიოდ არ არის განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენტური ორგანო; და
- გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლი („ინვესტიცია“) სხვაგვარად ითვალისწინებს, ავიაგადამზიდველ კომპანიას უშუალოდ, ან მის საკონტროლო პაკეტს არ ფლობენ წევრი სახელმწიფოები
და/ან წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები, ან IV დანართში მითითებული სხვა სახელმწიფოები და/ან ამ სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეები;
(c) ავიაგადამზიდველმა კომპანიამ ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლში („კანონებთან და წესებთან შესაბამისობა“) მითითებული კანონები და კანონქვემდებარე აქტები („კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულება“);
(d) უზრუნველყოფილი არ არის წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლით („საავიაციო უსაფრთხოება“) და მე-15 მუხლით („საავიაციო უშიშროება“) გათვალისწინებული დებულებების დაცვა, ან განხორციელება.
(i) მხარემ წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლზე („კონკურენტული გარემო“) დაყრდნობით დაასკვნა, რომ არ სრულდება კონკურენტული გარემოს შექმნისთვის აუცილებელი პირობები.
2. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებელი ზომების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ან (d) პუნქტების შეუსრულებლობა, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოებთან გაიმართება კონსულტაციები.
3. არც ერთი მხარე არ გამოიყენებს წინამდებარე მუხლის საფუძველზე მისთვის მინიჭებულ უფლებას, უარი თქვას მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიისთვის უფლებამოსილების ან ნებართვის მინიჭებაზე, გააუქმოს, შეწყვიტოს ან შეზღუდოს ეს უფლებამოსილება ან ნებართვა იმ საფუძვლით, რომ ამ ავიაგადამზიდველი კომპანიის საკონტროლო პაკეტი და/ან ეფექტური კონტროლის უფლება მინიჭებული აქვს ECAA-ს ერთ ან რამდენიმე მხარეს ან მათ მოქალაქეებს, იმ პირობით, თუ ეს ECAA მხარე ან მხარეები სთავაზობენ საპასუხო ეკვივალენტურ ქმედება