1. მხარეები აღიარებენ, რომ მათი საერთო მიზანია საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნა. მხარეები აღიარებენ, რომ ავიაგადამზიდველ კომპანიებს შორის სამართლიან კონკურენციას ყველაზე ხშირად ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ავიაგადამზიდველი კომპანიები მოქმედებენ მთლიანად კომერციულ საფუძველზე და არ სარგებლობენ სუბსიდიებით.
2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და მისი სპეციალური დებულებების შეუზღუდავად, იკრძალება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია მოქალაქეობის ნიშნით.
3. სახელმწიფო დახმარება, რომელიც ამახინჯებს, ან არსებობს საფრთხე, რომ დაამახინჯებს კონკურენციას გარკვეული საწარმოო საქმიანობის, ან გარკვეული საავიაციო პროდუქციის, ან მომსახურებისთვის უპირატესობის მინიჭების გზით, ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ გამოყენებას, რამდენადაც მას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ავიაციის სექტორში მხარეთა შორის ვაჭრობაზე.
4. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლს, შეფასდება ევროკავშირის ფარგლებში მოქმედი კონკურენციის წესებით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე, კერძოდ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 107-ე მუხლისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული განმარტებითი აქტების მიხედვით.
5. თუ ერთი მხარე დაასკვნის, რომ მეორე მხარის ტერიტორიაზე არსებობს პირობები, კერძოდ სუბსიდიასთან დაკავშირებული, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს თავისი ავიაგადამზიდველი კომპანიების მიერ სამართლიან და თანასწორ კონკურენციაში მიღების შესაძლებლობაზე, ამ მხარეს შეუძლია თავისი მოსაზრებები წარუდგინოს მეორე მხარეს. ამასთან, მას შეუძლია მოითხოვოს ერთობლივი კომიტეტის სხდომის ჩატარება წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის („ერთობლივი კომიტეტი“) შესაბამისად. კონსულტაციები დაიწყება ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. კონსულტაციების დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს საფუძველს იმ მხარისთვის, რომელმაც მოითხოვა კონსულტაციების გამართვა, რათა მან გაატაროს შესაბამისი ზომები შესაბამისი ავიაგადამზიდველი კომპანი(ებ) ისთვის ნებართვების გაცემაზე უარის თქმის, ნებართვების ჩამორთმევის, ნებართვის გაცემის შეჩერების, გაუქმების, შეწყვეტის ან შესაბამისი პირობების დაწესების მიზნით, წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის („ნებართვაზე უარი, გაუქმება, შეწყვეტა, შეზღუდვა“) შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ზომები უნდა იყოს სათანადო, პროპორციული და მათი მასშტაბი და ხანგრძლივობა მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული აუცილებლობით. ისინი ექსკლუზიურად მიმართული უნდა იყოს იმ ავიაგადამზიდველი კომპანიის, ან კომპანიების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ სუბსიდიებით, ან ამ მუხლში მითითებული პირობებით და არ უნდა ზღუდავდეს რომელიმე მხარის უფლებას, გაატაროს წინამდებარე შეთანხმების 24-ე მუხლით („უსაფრთხოების ზომები“) გათვალისწინებული ზომები.
7. თითოეულ მხარეს, მეორე მხარისთვის შეტყობინების გაგზავნისთანავე, შეუძლია მიმართოს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედ პასუხისმგებელ სახელისუფლებო ორგანოებს, მათ შორის სახელმწიფო, რეგიონულ, ან ადგილობრივ დონეზე ამ მუხლთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
8. წინამდებარე მუხლის დებულებები გავლენას არ ახდენს მხარეთა იმ კანონებსა და წესებზე, რომლებიც არეგულირებს საზოგადოების მომსახურების ვალდებულებებს მხარეთა ტერიტორიებზ