მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლისა („ნებართვა“) და მე-5 მუხლისა („ნებართვაზე უარის თქმა, გაუქმება, შეწყვეტა, უფლებამოსილების შეზღუდვა
“), საქართველოს ავიაგადამზიდველი კომპანიის საკონტროლო პაკეტის ფლობის ან ეფექტური კონტროლის განხორციელების უფლება წევრი სახელმწიფოების, ან მათი მოქალაქეების მიერ, ან ევროკავშირის ავიაგადამზიდველი კომპანიის საკონტროლო პაკეტის ფლობის, ან ეფექტური კონტროლის განხორციელების უფლება საქართველოს, ან მისი მოქალაქეების მიერ, ნებადართულ იქნება წინამდებარე შეთანხმების 22(2) მუხლის („ერთობლივი კომიტეტი“) საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მიერ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შეთანხმებული მომსახურებების და მესამე ქვეყნებსა და მხარეებს შორის მომსახურებების განხორციელების პირობებს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე არ გავრცელდება წინამდებარე შეთანხმების 22(8) მუხლის („ერთობლივი კომიტეტი“) დებულებებ