1. ერთი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას საჰაერო ხომალდით, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვისათვის მეორე მხარის ავიაკომპანიის მიერ, მისი ჩვეულებრივი აღჭურვილობა, საწვავი, საპოხი მასალები, სახარჯი ტექნიკური მოწყობილობები, სახმელეთო მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები (მათ შორის, ძრავები), საჰაერო ხომალდების მარაგები (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საკვები პროდუქტები, სასმელები და სითხეები, თამბაქო და სხვა პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია შეზღუდული რაოდენობით მგზავრებზე გაყიდვისთვის ან მათ მიერ მოხმარებისთვის საჰაერო რეისის დროს) და სხვა ნივთები, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვისათვის გამოყენებული საჰაერო ხომალდის ოპერირებისთვის ან მომსახურებისთვის, ორმხრივ საფუძველზე, მისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გათავისუფლებული იქნება ყველა საიმპორტო შეზღუდვისგან, ქონებისა და კაპიტალის გადასახადებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან, აქციზისგან, მოსაკრებლისაგან და სხვა მსგავსი გადასახდელებისაგან, რომლებიც (a) დაწესებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების, ან ევროკავშირის მიერ (b) არ ეფუძნება გაწეული მომსახურების ღირებულებას, იმ პირობით, რომ ასეთი აღჭურვილობა და მოწყობილობები რჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე.

2. ორმხრივ საფუძველზე და შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პარაგრაფში განსაზღვრული გადასახადებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან, მოსაკრებლებისაგან და გადასახდელებისაგან (იმ გადასახდელების გარდა, რომლებიც გაწეული მომსახურების ღირებულებას ეფუძნება) ასევე თავისუფლდება:

(a) საჰაერო ხომალდის მარაგები, რომლებიც მიზანშეწონილი რაოდენობით შეტანილია ან მიწოდებულია ერთი მხარის ტერიტორიაზე და ატანილია ბორტზე მეორე მხარის ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდზე გამოყენებისთვის, რომელიც ჩართულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირებაში, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს მარაგები გამოიყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული ფრენისას;

(b) სახმელეთო მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები (მათ შორის, ძრავები), რომლებიც შეტანილია ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის ავიაკომპანიის იმ საჰაერო ხომალდის მომსახურების, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირებისთვის;

(c) საწვავი, საპოხი მასალები და სახარჯი ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც შეტანილი ან მიწოდებულია ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის მიერ გამოყენებისთვის, რომელიც ჩართულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირებაში, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს მოწყობილობები გამოიყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული ფრენისას;

(d) ნაბეჭდი მასალა, როგორც განსაზღვრულია თითოეული მხარის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც შეტანილია ან მიწოდებულია ერთი მხარის ტერიტორიაზე და ატანილია ბორტზე მეორე მხარის ავიაკომპანიის იმ საჰაერო ხომალდზე გამოყენებისთვის, რომელიც ჩართულია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვაში, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს მარაგები გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული ფრენისას;

(e) უსაფრთხოების და უშიშროების აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება აეროპორტებში და სატვირთო ტერმინალებში.

3. წინამდებარე შეთანხმებაში განსხვავებული პირობის არსებობის მიუხედავად, ვერაფერი ვერ შეზღუდავს მხარეს არადისკრიმინაციულ საფუძველზე დააწესოს გადასახადები, მოსაკრებლები, გადასახდელები, საფასური ან საჰაერო ხომალდებისთვის მის ტერიტორიაზე ორ პუნქტს შორის განსახორციელებელი გადაყვანა-გადაზიდვების შემთხვევაში მის ტერიტორიაზე მიწოდებული საწვავის გადასახდელები.

4. შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, რომ ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრულ აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე განხორციელდეს ზედამხედველობა ან კონტროლი შესაბამისი ორგანოების მიერ და ისინი არ იქნეს გადაცემული შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლისა და გადასახადების გადახდის გარეშე.

5. ამ მუხლით დადგენილი გადასახადებისგან გათავისუფლება ასევე შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხარის ავიაკომპანიები კონტრაქტს დებენ სხვა ავიაკომპანიებთან, რომლებიც აგრეთვე სარგებლობენ მეორე მხარის მიერ მინიჭებული მსგავსი საგადასახადო შეღავათებით, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მარაგებით და მოწყობილობებით მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი სარგებლობისთვის, ან შეტანისთვის.

6. არაფერი ამ შეთანხმებაში ხელს არ შეუშლის რომელიმე მხარეს, დააწესოს გადასახადები, მოსაკრებლები, გადასახდელები, საფასური და სახდელები იმ საქონელზე, რომლებიც იყიდება სხვა მიზნით, ბორტზე მგზავრების მიერ საჰაერო მომსახურების განმავლობაში მოხმარების გარდა, მისი ტერიტორიის ფარგლებში იმ ორ პუნქტს შორის, სადაც ნებადართულია ჩატვირთვა და გადმოტვირთვა.

7. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტით მოძრავი ბარგი და ტვირთი თავისუფლდება გადასახადებისგან, საბაჟო მოსაკრებლებისგან, საფასურისგან და იმ სხვა მსგავსი გადასახდელებისგან, რომლებიც არ ეფუძნება გაწეული მომსახურების საფასურს.

8. რეგულარული საბორტო აპარატურა, ისევე როგორც ის მასალები და მარაგი, რომელიც ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზეა, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, ისინი შეიძლება მოთავსებულ იქნეს აღნიშნული საბაჟო ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მათი რეექსპორტი, ან სხვაგვარად არ იქნებიან გამოყენებული საბაჟო წესების შესაბამისად.

9. წინამდებარე შეთანხმების პირობები გავლენას არ მოახდენს დამატებული ღირებულების გადასახადზე, იმპორტზე ბრუნვის გადასახადის გარდა. ამ შეთანხმების მიხედვით ხელშეუხებელი რჩება შემოსავლისა და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შესაბამისი კონვენციების დებულებები, რომლებიც ძალაშია საქართველოსა და წევრ სახელმწიფოს შორი