ავიაგადამზიდველი კომპანიების წარმომადგენლები
1. თითოეული მხარის ავიაგადამზიდველ კომპანიებს უფლება აქვთ გახსნან წარმომადგენლობითი ოფისები მეორე მხარის ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების რეკლამირებისა და გაყიდვის მიზნით.
2. თითოეული მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიები უფლებამოსილნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებს ქვეყანაში შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას, შეიყვანონ და დაასაქმონ მეორე მხარის ტერიტორიაზე მენეჯერები, გამყიდველები, ტექნიკური, ოპერატიული და სხვა სახის პერსონალი, რომელიც აუცილებელია საჰაერო ტრანსპორტირების განხორციელებისთვის.
სახმელეთო მომსახურება
3. (a) ქვემოთ მოცემული (b) პუნქტის შეუზღუდავად, თითოეულ ავიაგადამზიდველ კომპანიას მეორე მხარის ტერიტორიაზე სახმელეთო მომსახურებასთან დაკავშირებით
(i) უფლება აქვს თავად განახორციელოს თავისი სახმელეთო მომსახურება („თვითმომსახურება“) ან, სურვილისამებრ,(ii) უფლება აქვს თავად შეარჩიოს მთლიანი ან ნაწილობრივი სახმელეთო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია იმ შემთხვევაში, თუ ასეთ მიმწოდებელ კომპანიებს აქვთ ბაზარზე წვდომა თითოეული მხარის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, და თუ ასეთი მიმწოდებლები წარმოდგენილნი არიან ბაზარზე.
(b) სახმელეთო მომსახურების შემდეგი კატეგორიებისთვის, როგორიცაა ბარგის დამუშავება, პერონზე მომსახურება, საწვავით და ზეთით მომარაგება, ტვირთის და ფოსტის გადატანა, როდესაც საქმე შეეხება საჰაერო ტერმინალსა და თვითმფრინავს შორის ტვირთის და ფოსტის ფიზიკურ გადატანას, (a) (i) და (ii) პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები დაექვემდებარება მხოლოდ ფიზიკურ ან ოპერაციულ შეზღუდვებს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეზღუდვები გამორიცხავს თვითმომსახურების შესაძლებლობას და თუ არ არსებობს ეფექტური კონკურენცია სახმელეთო მომსახურების მიმწოდებლებს შორის, ყველა ეს მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ავიაგადამზიდველი კომპანიისთვის თანასწორ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე; ამგვარ მომსახურებათა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მათ მთლიან ხარჯს, ცვეთის შემდეგ აქტივებზე მიღებული შემოსავლების ჩათვლით.
გაყიდვები, ადგილობრივი ხარჯები და თანხების გადაცემა
4. თითოეული მხარის ნებისმიერ ავიაგადამზიდველ კომპანიას შეუძლია განახორციელოს საჰაერო სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვა მეორე მხარის ტერიტორიაზე, უშუალოდ, ან ავიაგადამზიდველი კომპანიის სურვილისამებრ, თავისი კომერციული აგენტების, ავიაგადამზიდველი კომპანიის მიერ დანიშნული სხვა შუამავლების ან ინტერნეტის მეშვეობით. თითოეულ ავიაგადამზიდველს უფლება აქვს გაყიდოს ამგვარი სატრანსპორტო მომსახურება და ნებისმიერ პირს შეუძლია შეისყიდოს ამგვარი სატრანსპორტო მომსახურება მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედ ვალუტაში ან თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. თითოეულ ავიაგადამზიდველ კომპანიას უფლება აქვს მოთხოვნისამებრ განახორციელოს ადგილობრივი შემოსავლების კონვერტაცია და მეორე მხარის ტერიტორიიდან თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე, და თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ან კანონქვემდებარე აქტებს, მის მიერ არჩეულ ქვეყანაში ან ქვეყნებში გადარიცხვა. კონვერტაცია და გადარიცხვა დაიშვება დაუყოვნებლივ, შეზღუდვების ან დაბეგვრის გარეშე, იმ სავალუტო კურსით, რომელიც გამოიყენება მიმდინარე ფინანსური ოპერაციების და ფულადი გზავნილებების მიმართ იმ დღეს, როდესაც ავიაგადამზიდველი კომპანია წარადგენს პირველ განაცხადს რემიტირების შესახებ.
6. თითოეული მხარის ავიაგადამზიდველ კომპანიებს უნდა შეეძლოთ, ადგილობრივი ვალუტით აანაზღაურონ ადგილობრივი ხარჯები, მათ შორის, მეორე მხარის ტერიტორიაზე საწვავის შესყიდვის ხარჯები. თავიანთი სურვილისამებრ, თითოეული მხარის ავიასაწარმოებს შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე ასეთი ხარჯები აანაზღაურონ მეორე მხარის ტერიტორიაზე თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ადგილობრივი სავალუტო კანონმდებლობის შესაბამისად.
თანამშრომლობის შეთანხმებები
7. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ან შეთავაზებისას, მხარის ნებისმიერ ავიაგადამზიდველ კომპანიას შეუძლია გააფორმოს თანამშრომლობის ისეთი შეთანხმებები, როგორიცაა ადგილების რეზერვირების, ან ავიარეისების ერთობლივი გამოყენების შეთანხმებები:
(a) მხარეთა ნებისმიერ ავიაგადამზიდველ კომპანიასთან ან კომპანიებთან; და
(b) მესამე ქვეყნის ნებისმიერ ავიაგადამზიდველ კომპანიასთან ან კომპანიებთან; და
(c) ნებისმიერ მიწისზედა, სახმელეთო ან საზღვაო კომპანიასთან
იმ პირობით, თუ (i) ასეთ შეთანხმებათა ყველა მონაწილეს გააჩნია განსაზღვრულ მარშრუტზე სამუშაოების განხორციელების უფლება და (ii) ეს შეთანხმებები პასუხობს უსაფრთხოებისა და კონკურენციის იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ ასეთი შეთანხმებებითაა გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ გაიყიდება მგზავრების გადაყვანის მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს ავიარეისის ერთობლივ გამოყენებას, მყიდველს ეცნობება გაყიდვის პუნქტში, ან თვიმფრინავში ჩაჯდომამდე, თუ რომელი სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების თითოეულ სექტორს.
8. (a) მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით, სახმელეთო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ არ გამოიყენება საჰაერო ტრანსპორტის მარეგულირებელი კანონები და წესები მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ამგვარ სახმელეთო ტრანსპორტირებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი კომპანია თავისი სახელით. სახმელეთო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებს შეუძლიათ შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება, გააფორმონ თუ არა თანამშრომლობითი შეთანხმებები. რომელიმე კონკრეტული შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სახმელეთო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებმა შეიძლება სხვა საკითხებთან ერთად გაითვალისწინონ მოხმარებლების ინტერესი და ტექნიკური, ეკონომიკური, ტევადობის და სიმძლავრის შეზღუდვები.
(b) ამასთან, მიუხედავად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დებულებისა, მხარეთა ავიაგადამზიდველ კომპანიებს და ტვირთების გადაზიდვის მომსახურების არაპირდაპირ მიმწოდებლებს უნდა ჰქონდეთ უფლება, შეზღუდვების გარეშე, საჰაერო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გამოიყენონ ტვირთის ნებისმიერი სახმელეთო ტრანსპორტირება საქართველოს და ევროკავშირის, ან მესამე ქვეყნების ტერიტორიების ნებისმიერი პუნქტიდან და პუნქტამდე, მათ შორის ტრანსპორტირება საბაჟო გამშვები პუნქტის მქონე ყველა აეროპორტიდან და აეროპორტამდე, რაც ასევე მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში საბაჟო საწყობში შენახული ტვირთის ტრანსპორტირების უფლებას (უფლებებს), მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ასეთი ტვირთი, მიუხედავად იმისა მისი ტრანსპორტირება ხმელეთით ხორციელდება თუ ჰაერით, უზრუნველყოფილი იქნება აეროპორტებში საბაჟო დამუშავებით და მომსახურებით. ავიაგადამზიდველ კომპანიებს შეუძლიათ თავად განახორციელონ სახმელეთო ტრანსპორტირება, ან გააფორმონ შეთანხმებები სახმელეთო გადაზიდვების კომპანიებთან, რაც ასევე მოიცავს შესაძლებლობას, სახმელეთო ტრანსპორტირება განხორციელდეს სხვა ავიაგადამზიდველი კომპანიების და საჰაერო გადაზიდვების მომსახურების არაპირდაპირი მიმწოდებლების მიერ. ასეთი შერეული სატვირთო გადაზიდვების შეთავაზება შესაძლებელია ერთიან ფასად, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვების ფასების გაერთიანებით, იმ პირობით რომ ეს ექსპედიტორებს შეცდომაში არ შეიყვანს და მათ ტრანსპორტირების დეტალები დაზუსტებით ეცნობებათ.
ლიზინგი
9. (a) თითოეული მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიები უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ შეთანხმებული მიმოსვლები ნებისმიერი ავიაგადამზიდველი კომპანიისგან, მათ შორის მესამე ქვეყნებისგან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდების და ეკიპაჟის გამოყენებით, იმ პირობით, თუ ამგვარი შეთანხმებების მონაწილეები შეასრულებენ იმ კანონებით და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლებსაც მხარეები ჩვეულებრივ იყენებენ ამგვარ შეთანხმებებთან მიმართებაში.
(b) არც ერთი მხარე არ მოითხოვს, რომ იმ ავიაგადამზიდველ კომპანიას, რომელიც იჯარით გასცემს თავის აღჭურვილობას, ჰქონდეს ტვირთის ან მგზავრთა გადაყვანა-გადაზიდვის უფლებები წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
(c) საქართველოს ავიაგადამზიდველი კომპანიის მიერ მესამე ქვეყნის ავიაგადამზიდველი კომპანიის საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის დაქირავება (სველი ლიზინგი) ან ევროკავშირის გადამზიდველი კომპანიის მიერ მესამე ქვეყნის ავიაგადამზიდველი კომპანიის საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის დაქირავება, გარდა წინამდებარე შეთანხმების IV დანართში მითითებული ქვეყნებისა, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების გამოსაყენებლად, განხორციელდება გამონაკლის შემთხვევებში, ან დროებითი საჭიროებების შესრულების მიზნით. ის წინასწარი თანხმობისთვის წარედგინება დამქირავებელი ავიაგადამზიდველი კომპანიის ლიცენზიის გამცემ ორგანოს და მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
ფრენშაიზინგი/ბრენდირება
10. თითოეული მხარის ავიაგადამზიდველ კომპანიებს შეუძლიათ, დადონ ფრენშაიზინგის, ან ბრენდირების შეთანხმებები რომელიმე მხარის ან მესამე ქვეყნების კომპანიებთან, მათ შორის ავიაგადამზიდველ კომპანიებთან, იმ პირობით, თუ ავიაგადამზიდველ კომპანიებს გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება და ასრულებენ იმ კანონებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლებსაც მხარეები ჩვეულებრივ იყენებენ ამგვარ შეთანხმებებთან მიმართებაში, კერძოდ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს იმ ავიაგადამზიდველი კომპანიის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც ახორციელებს მომსახურება