1. წინამდებარე შეთანხმების დანართ II-ში დადგენილი გარდამავალი დებულებების შესაბამისად, მხარეები იმოქმედებენ წინამდებარე შეთანხმების დანართი III-ის c ნაწილით განსაზღვრული საავიაციო უსაფრთხოების კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, აქ დადგენილი პირობების მიხედვით.
2. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა საქართველომ განახორციელოს ამ მუხლის 1-ლ პარაგრაფში მითითებული კანონმდებლობა. ამ მიზნით საქართველო ჩაერთვება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით (წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან).
3. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც რეგისტრირებულია ერთ მონაწილე სახელმწიფოში, და ეჭვმიტანილია კონვენციით დადგენილი საერთაშორისო საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების შეუსრულებლობაში და რომლებიც ეშვებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე იმ აეროპორტებში, რომლებიც ღიაა საერთაშორისო საჰაერო მოძრაობისთვის, დაექვემდებარება მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ სამოქალაქო ავიაციის რეგულაციების მიხედვით ინსპექციას ბორტზე და საჰაერო ხომალდის ირგვლივ იმისათვის, რომ შემოწმდეს ხომალდის და მისი ეკიპაჟის დოკუმენტაციის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ხომალდის და მისი აღჭურვილობის მდგომარეობა.
4. მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვონ კონსულტაციები უსაფრთხოების იმ სტანდარტების შესახებ, რომლებსაც იყენებს მეორე მხარე.
5. მხარის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო და დაუყოვნებელ ზომას, თუ ისინი დაადგენენ, რომ საჰაერო ხომალდი, პროდუქტი, ან ოპერაცია:
(a) ვერ აკმაყოფილებს კონვენციით, ან წინამდებარე შეთანხმების III დანართის c ნაწილით განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, საჭიროების მიხედვით;
(b) იწვევს სერიოზულ შეშფოთებას – რაც დადგენილია ამ მუხლის მე-3 პარაგრაფით განსაზღვრული ინსპექციის საფუძველზე – რომ საჰაერო ხომალდი, ან მისი ფუნქციონირება ვერ აკმაყოფილებს კონვენციით, ან წინამდებარე შეთანხმების III დანართის c ნაწილით განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, საჭიროების მიხედვით; ან
(d) იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რომ არ ხდება კონვენციით ან წინამდებარე შეთანხმების III დანართის c ნაწილით დადგენილი მინიმალური სტანდარტების, საჭიროების მიხედვით, სათანადო ეფექტიანი ოპერირება და ადმინისტრირება.
6. როდესაც ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოები იღებენ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ზომებს, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს ასეთი ზომების და ამ ზომების მიღების მიზეზების შესახებ.
7. როდესაც გრძელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ზომების მიღება მიუხედავად იმისა, რომ მათი განხორციელების მიზეზები აღარ არსებობს, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია გადასცეს საკითხი ერთობლივ კომიტეტ