1. მხარეები აღიარებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას საავიაციო პოლიტიკის განვითარებისა და განხორციელებისას. მხარეები აღიარებენ, რომ საჭიროა ეფექტიანი გლობალური, ეროვნული და/ან ადგილობრივი ღონისძიებები სამოქალაქო ავიაციის გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად.
2. წინამდებარე შეთანხმების II დანართში დადგენილი გარდამავალი დებულებების შესაბამისად, მხარეები იმოქმედებენ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტთან და განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების III დანართის E ნაწილით.
3. მხარეები აღიარებენ ერთობლივად მუშაობის მნიშვნელობას, მრავალმხრივი დისკუსიების ფარგლებში განიხილავენ ავიაციის გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფენ გარემოზე ზემოქმედების შემცირებისათვის განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების ამ შეთანხმების მიზნებთან სრულ შესაბამისობას.
4. ამ შეთანხმებაში არაფერი არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ შეზღუდოს მხარის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი ზომების მიღების უფლებამოსილება საჰაერო ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილების, ან ამ მიზნით სხვაგვარად რეაგირებისთვის, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განსაზღვრულ მათ უფლებება-მოვალეობებს და გამოიყენება ეროვნული კუთვნილების მიუხედავა