1. წინამდებარე შეთანხმების II დანართში დადგენილი გარდამავალი დებულებების შესაბამისად, მხარეები იმოქმედებენ წინამდებარე შეთანხმების III დანართის B ნაწილში განსაზღვრული კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, ქვემოთ განსაზღვრული პირობების მიხედვით.
2. მხარეები ითანამშრომლებენ საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში, რათა საქართველოზე გავრცელდეს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცე, რათა გაძლიერდეს არსებული უსაფრთხოების სტანდარტები და ევროპაში საჰაერო მოძრაობის ზოგადი სტანდარტების საერთო ეფექტიანობა, მოხდეს შესაძლებლობების ოპტიმიზება, მინიმუმამდე შემცირდეს შეფერხებები და გაიზარდოს გარემოს დაცვის ეფექტიანობა. ამ მიზნით საქართველო დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთვება ერთიანი საჰაერო სივრცის კომიტეტში ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში მონიტორინგის განხორციელებასა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
3. თავიანთ ტერიტორიებზე ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ კანონმდებლობის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით:
(a) საქართველო მიიღებს საჭირო ზომებს თავისი საჰაერო მოძრაობის მართვის ინსტიტუციური სტრუქტურების ევროპის ერთიან საჰაერო სივრცესთან შესაბამისობისთვის. კერძოდ, უზრუნველყოფს შესაბამისი ეროვნული საზედამხედველო ორგანოების, სულ მცირე, ფუნქციონალურ დამოუკიდებლობას საჰაერო ნავიგაციის მომსახურების მიმწოდებლებისგან; და
(b) ევროკავშირი საქართველოს ჩართავს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების, საჰაერო სივრცის და ინტეროპერატიულობის შესაბამის საოპერაციო ინიციატივებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროპის ერთიან საჰაერო სივრცესთან, კერძოდ, უზრუნველყოფს ფუნქციონირებადი საჰაერო სივრცის ბლოკების შექმნაში საქართველოს თავიდანვე მონაწილეობას, ან ევროპის საჰაერო მოძრაობის კონტროლის მოდერნიზაციის პროგრამასთან (SESAR) შესაბამის კოორდინაცია