1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლის გადასახდელი, რომლებიც შეიძლება დაწესდეს კომპეტენტური ხელისუფლების, ან ორგანოების მიერ მეორე მხარის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო ნავიგაციის და საჰაერო მოძრაობის კონტროლის, აეროპორტების, საავიაციო უსაფრთხოების და სხვა მსგავსი საშუალებების და მოწყობილობების გამოყენების და მომსახურების სანაცვლოდ, იქნება სამართლიანი და მიზანშეწონილი, არ იქნება გაუმართლებლად დისკრიმინაციული და თანაბრად განაწილდება მომხმარებელთა კატეგორიებს შორის. ეს გადასახდელები უნდა ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აჭარბებდეს აეროპორტში, ან ამ აეროპორტის სისტემაში აეროპორტების და საავიაციო უსაფრთხოების მოწყობილობების და მომსახურების უზრუნველყოფის იმ სრულ ხარჯებს, რომლებსაც გასწევენ გადასახდელების დამწესებელი კომპეტენტური ხელისუფლება, ან ორგანოები. ეს გადასახდელები შეიძლება შეიცავდეს გონივრულ მოგებას აქტივებზე, ცვეთის შემდეგ. სხვადასხვა საშუალებები, მოწყობილობები და მომსახურება, რომლებზედაც დაწესებულია მომხმარებლის გადასახდელი, მიწოდებული უნდა იქნეს რაციონალურად და ეკონომიურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადასახდელები მეორე მხარის ავიაკომპანიებისთვის განისაზღვრება ამ გადასახდელების დაწესების დროს ნებისმიერი სხვა ავიაკომპანიისთვის გარანტირებულ ყველაზე ხელსაყრელ პირობებზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობების შესაბამისად.

2. თითოეული მხარე მოითხოვს გადასახდელების დამწესებელ კომპეტენტურ ხელისუფლებას, ან ორგანოებს და იმ ავიაკომპანიებს ან/და მათ წარმომადგენელ ორგანოებს შორის კონსულტაციების გამართვას, რომლებიც იყენებენ მომსახურებას და საავიაციო საშუალებებს და უზრუნველყოფს, კომპეტენტური ხელისუფლების, ან ორგანოების და ავიაკომპანიების, ან მათი წარმომადგენელი ორგანოების მიერ ისეთი ინფორმაციის გაცვლას, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს გადასახდელების მიზანშეწონილობის დეტალურად განსახილველად ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების პრინციპების შესაბამისად. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გადასახდელების დამწესებელმა კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, ან ორგანოებმა მომხმარებლებს შეატყობინონ მომხმარებლის გადასახდელის ნებისმიერი შესაძლო ცვლილების შესახებ, რათა ამ ხელისუფლებას ცვლილებების განხორციელებამდე მიეცეს მომხმარებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებების განხილვის შესაძლებლობა.

3. წინამდებარე შეთანხმების 23-ე მუხლის („დავების გადაწყვეტა და არბიტრაჟი“) შესაბამისად დავების გადაწყვეტის პროცედურების განხორციელებისას არც ერთი მხარე არ ჩაითვლება ამ მუხლის დებულებების დამრღვევად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც

(a) ის მიზანშეწონილი ვადის განმავლობაში ვერ შეძლებს დაიწყოს გადასახდელის ან/და ისეთი ქმედების განხილვა, რომელიც მეორე მხარის საჩივრის საგანია;

(b) ასეთი განხილვის შემდეგ მხარე ვერ შეძლებს მიიღოს ყველა საჭირო ზომა, შესაძლებლობის ფარგლებში, რათა გამოასწოროს ნებისმიერი გადასახდელი ან ქმედება, რომელიც ამ მუხლის პრინციპებს არ შეესაბამებ