1. თითოეული მხარე მეორე მხარეს მიაწვდის სტატისტიკას, რომელიც მოითხოვება შიდა კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად და, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა ხელმისაწვდომ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მოთხოვნილი საავიაციო სამსახურების ფუნქციონირების განხილვის მიზნით.

2. მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის („ერთობლივი კომიტეტი“) შესაბამისად, რათა ხელი შეუწყონ მათ შორის სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლას ამ შეთანხმების მიხედვით საჰაერო მომსახურების მონიტორინგის მიზნით.

თავი II

მარეგულირებელი თანამშრომლო