1. ერთი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ან ტერიტორიიდან გასვლისას, მეორე მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიები დაიცავენ ამ ტერიტორიაზე მოქმედ იმ კანონებსა და წესებს, რომლებიც არეგულირებს საჰაერო გადაზიდვებში მონაწილე საჰაერო ხომალდის შესვლას ან გასვლას მის ტერიტორიაზე, ან საჰაერო ხომალდის ოპერირებასა და ნავიგაციას.

2. ერთი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან ტერიტორიიდან გასვლისას, დაცული იქნება ამ ტერიტორიაზე მოქმედი ის კანონები და წესები (მათ შორის რეგულაციები შესვლის, განბაჟების, იმიგრაციის, პასპორტების, საბაჟო და საკარანტინო კონტროლის ან, ფოსტის შემთხვევაში – საფოსტო ნორმები), რომლებიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე თვითმფრინავზე მყოფი მგზავრების, ეკიპაჟისა და ტვირთის შესვლას, ან გასვლას, მეორე მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიის მგზავრების, ეკიპაჟისა და ტვირთის მიერ ან მათი სახელი