1. გადაზიდვების განხორციელების ნებართვის მისაღებად ერთი მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიისგან განაცხადის მიღებისთანავე, მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოები გასცემენ შესაბამის ნებართვებს და ამისათვის მინიმალურ დროს დაუთმობენ პროცედურულ ფორმალობებს, იმ პირობით, თუ:

(a) საქართველოს ავიაგადამზიდველი კომპანიის შემთხვევაში:

- ავიაგადამზიდველ კომპანიას თავისი კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილი აქვს საქართველოში და აქვს ექსპლუატანტის სერტიფიკატი

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

- ავიაგადამზიდველ კომპანიაზე ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს ახორციელებს საქართველო;

- გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლი („ინვესტიცია“) სხვა რამეს ითვალისწინებს, ავიაგადამზიდველ კომპანიას უშუალოდ, ან მის საკონტროლო პაკეტს ფლობს და ეფექტურად აკონტროლებს საქართველო და/ან მისი მოქალაქეები.

(b) ევროკავშირის შემთხვევაში:

- ავიაგადამზიდველ კომპანიას თავისი კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილი აქვს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად და აქვს ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია;

- ავიაგადამზიდველ კომპანიაზე ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს ახორციელებს წევრი სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია მისთვის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მინიჭებაზე და მკაფიოდ არის განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენტური ორგანო; და

- გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლი („ინვესტიცია“) სხვაგვარად ითვალისწინებს, ავიაგადამზიდველ კომპანიას უშუალოდ ან მის საკონტროლო პაკეტს ფლობენ წევრი სახელმწიფოები და/ან წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები ან IV დანართში მითითებული სხვა სახელმწიფოები და/ან ამ სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეები;

(c) ავიაგადამზიდველი კომპანია პასუხობს იმ კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ პირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საჰაერო ტრანსპორტის ოპერირების სფეროში მოქმედი კომპეტენტური ორგანოს მიერ; და

(d) უზრუნველყოფილია წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლით (საავიაციო უსაფრთხოება) და მე-15 მუხლით („საავიაციო უშიშროება“) გათვალისწინებული დებულებების დაცვა და განხორციელებ