1. თითოეული მხარე, I და II დანართების შესაბამისად, მეორე მხარეს მიანიჭებს შემდეგ უფლებებს მეორე მხარის ავიაგადამზიდველი კომპანიების მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განხორციელების მიზნით:

(a) მის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება დაფრენის გარეშე;

(b) მის ტერიტორიაზე გაჩერებების უფლება ნებისმიერი მიზნით, გარდა ბორტზე მგზავრების, ბარგის, ტვირთის და/ან ფოსტის აყვანის/ატანის ან გადმოსხმის/გადმოტვირთვის მიზნით (არასატრანსპორტო მიზნები);

(c) დადგენილ მარშრუტზე შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელებისას, თავის ტერიტორიაზე გაჩერებების უფლება საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მგზავრების, ბარგის, ტვირთის და/ან ფოსტის აყვანის/ატანის ან გადმოსხმის/გადმოტვირთვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ერთობლივად; და

(d) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს იგი ანიჭებს:

(a) საქართველოს ავიაგადამზიდველ კომპანიებს უფლებას ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბორტზე აიყვანოს მგზავრები, ჩატვირთოს ბარგი, ტვირთი და/ან ფოსტა, რომელთა ტრანსპორტირებაც ექვემდებარება კომპენსაციის გადახდას და გამიზნულია ამ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომელიმე სხვა დანიშნულების პუნქტში მისაყვანად/მისატანად;

(b) ევროკავშირის ავიაგადამზიდველ კომპანიებს უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე ბორტზე აიყვანოს მგზავრები, ჩატვირთოს ბარგი, ტვირთი და/ან ფოსტა, რომელთა ტრანსპორტირებაც ექვემდებარება კომპენსაციის გადახდას და გამიზნულია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სხვა დანიშნულების პუნქტში მისაყვანად/მისატანა