1. მხარეების წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ერთობლივი კომიტეტი“) იქმნება ამ შეთანხმებით. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება ამ შეთანხმების ადმინისტრირებაზე და უზრუნველყოფს მის სათანადოდ განხორციელებას. ამ მიზნით ის შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს ამ შეთანხმებით მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე და სავალდებულო იქნება მხარეებისთვის. ის ამოქმედდება მხარეების მიერ მათი საკუთარი წესების შესაბამისად.
3. ერთობლივი კომიტეტი, საკუთარი გადაწყვეტილებით, მიიღებს თავის პროცედურულ წესებს.
4. ერთობლივი კომიტეტი შეხვედრებს გამართავს საჭიროების შესაბამისად. თითოეულმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს ერთობლივი კომიტეტის შეხვედრა.
5. მხარემ ასევე შეიძლება მოითხოვოს ერთობლივი კომიტეტის შეხვედრა, რათა გადაწყვეტილი იქნეს ამ შეთანხმების ინტერპრეტირებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ასეთი შეხვედრა დაიწყება რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, მაგრამ ასეთი მოთხოვნის მიღების თარიღიდან არაუგვიანეს ორი თვისა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
6. ამ შეთანხმების სათანადად განხორციელების მიზნით მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და ნებისმიერი მხარის მოთხოვნისას გამართავენ კონსულტაციებს ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში.
7. თუ რომელიმე მხარე თვლის, რომ მეორე მხარე ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებას სათანადოდ არ ახორციელებს, პირველ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთობლივმა კომიტეტმა განიხილოს ეს საკითხი. თუ ერთობლივი კომიტეტი ვერ გადაწყვეტს საკითხს მიმართვიდან ორი თვის განმავლობაში, მომთხოვნ მხარეს შეუძლია მიიღოს უსაფრთხოების შესაბამისი ზომები წინამდებარე შეთანხმების 24-ე მუხლის („უსაფრთხოების ზომები“) მიხედვით.
8. მე-2 მუხლის დებულებების დაცვით, თუ ერთობლივი კომიტეტი საკითხის გადაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარეებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი დროებითი უსაფრთხოების ზომები წინამდებარე შეთანხმების 24-ე მუხლის („უსაფრთხოების ზომები“) შესაბამისად.
9. წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის („ინვესტიცია“) შესაბამისად, ერთობლივი კომიტეტი იხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია საკონტროლო წილში ორმხრივ ინვესტიციებთან, ან მხარეების საჰაერო ხომალდების ეფექტურ კონტროლთან დაკავშირებულ ცვლილებებთან.
10. ერთობლივი კომიტეტი ასევე განავითარებს თანამშრომლობას შემდეგი საშუალებებით:
a) ექსპერტების დონეზე გაცვლების წახალისებით ახალ საკანონმდებლო ან მარეგულირებელ ინიციატივებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, უსაფრთხოების, უშიშროების, გარემოს დაცვის, საავიაციო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, დაშვების ადგილების), კონკურენტული გარემოს და მომხმარებლების დაცვის სფეროებში;
b) იმ საბაზრო პირობების განხილვით, რომლებიც გავლენას ახდენს ამ შეთანხმების შესაბამისად საჰაერო მომსახურებაზე;
c) ამ შეთანხმების განხორციელების სოციალური შედეგების რეგულარულად განხილვით, განსაკუთრებით დასაქმების სფეროში და საფუძვლიან პრობლემებზე შესაბამისი რეაგირებით;
d) ამ შეთანხმების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობების განხილვით, მათ შორის, ამ შეთანხმებებაში ცვლილებების შეტანის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებით; და
e) კონსენსუსის საფუძველზე შეთანხმებით იმ შეთავაზებებზე, მიდგომებზე და პროცედურული ხასიათის დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ამ შეთანხმების მოქმედებასთან;
f) ტექნიკური დახმარების განხილვითა და განვითარებით იმ სფეროებში, რომლებზედაც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმება; და
g) შესაბამის საერთაშორისო ფორუმებზე თანამშრომლობის ხელშეწყობი