თითოეულ მხარეს შეუძლია დიპლომატიური არხებით გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე მხარეს ამ შეთანხმების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ. ასეთი შეტყობინება ამავე დროს უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და გაეროს სამდივნოს. ეს შეთანხმება შეწყდება გრინვიჩის დროით 24:00 საათზე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) სატრანსპორტო მოძრაობის სეზონის დამთავრებისას და ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების თარიღიდან, თუ ეს შეტყობინება არ გაუქმდება მხარეების ერთობლივი შეთანხმებით ამ პერიოდის ამოწურვამდ