1. მხარეები მიიღებენ ნებისმიერ ზოგად ან კონკრეტულ ზომას, რომელიც საჭიროა ამ შეთანხმებით განსაზღვრული მათი მოვალეობების შესასრულებლად. ისინი უზრუნველყოფენ ამ შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
2. თუ ერთი მხარე ჩათვლის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ მოვალეობებს, მას შეუძლია სათანადო უსაფრთხოების ზომების მიღება. უსაფრთხოების ღონისძიებები შეიზღუდება მათი მასშტაბის და ხანგრძლივობის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც ისინი საჭიროა არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ან ამ შეთანხმების ბალანსის შესანარჩუნებლად. უპირატესობა მიენიჭება ისეთ ზომებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად შეზღუდავს ამ შეთანხმების მოქმედებას.
3. მხარე რომელიც აპირებს უსაფრთხოების ზომების მიღებას, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინებს ამის შესახებ მეორე მხარეს და მიაწვდის მას სათანადო ინფორმაციას.
4. მხარეები დაუყოვნებლივ გამართავენ კონსულტაციებს ერთობლივ კომიტეტში იმისათვის, რომ მიაღწიონ ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.
5. წინამდებარე შეთანხმების მე-3 (d) მუხლის („უფლებამოსილება“), მე-5 (d) მუხლის („ნებართვაზე უარის თქმა, გაუქმება, შეწყვეტა, უფლებამოსილების შეზღუდვა“), მე-14 „საავიაციო უსაფრთხოება“) და მე-15 („საავიაციო უშიშროება“) მუხლების დაცვით, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, არ მიიღოს უსაფრთხოების ზომები მანამ, სანამ არ გავა ერთი თვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გაკეთებული შეტყობინებიდან, თუ არ დასრულდება საკონსულტაციო პროცედურა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.
6. დაინტერესებული მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს ერთობლივ კომიტეტს მიღებული ზომების შესახებ და მიაწვდის მას სათანადო ინფორმაციას.
7. ამ მუხლის პირობების მიხედვით მიღებული ნებისმიერი ზომის განხორციელება შეჩერდება მაშინვე, როდესაც მეორე მხარე დააკმაყოფილებს ამ შეთანხმების დებულებებ