თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს შეუძლია:
a)  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ცხოვრებისა და დასაქმების შესახებ წესებისა და კანონების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს და დაასაქმოს მისი საკუთარი მმართველი, ტექნიკური, საექსპლუატაციო პერსონალი და სხვა სპეციალისტები, რომლებსაც ავიაგადამზიდველი აუცილებლად მიიჩნევს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის;
b)      ისარგებლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიაგადამზიდველის მომსახურება ან პერსონალის მომსახურებით;
c)   მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დააფუძნოს ოფისები;
d) პირდაპირ, აგენტების ან ავიაგადამზიდველის მიერ შერჩეული შუამავლების მეშვეობით ჩაერთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო გადაზიდვების გაყიდვებსა და მარკეტინგში. ავიაგადამზიდველს შეუძლია გაყიდოს, და ნებისმიერ პიროვნებას უფლება აქვს თავისუფლად შეიძინოს ამგვარი გადაყვანა/გადაზიდვა ადგილობრივ ვალუტასა ან სხვა ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ადგილობრივი მოქმედი სავალუტო კანონმდებლობის შესაბამისად