(a) პროდუქტის იდენტურობა და მისი ფაქტობრივი დანიშნულების ადგილი;

(b) პროდუქტის შესაბამისობა მსგავსი პროდუქტებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებთან;

(c) შესაბამისობა გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გარანტიებთან;

ჩატარდეს ნებისმიერი ვეტერინარული შემოწმება, რომელსაც ვეტერინარი ან ორგანო ჩათვლის საჭიროდ ეჭვის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად.

შემოწმებული პროდუქტები რჩება კომპეტენტური ორგანოს ზედამხვედველობის ქვეშ შემოწმებების შედეგების მიღებამდე.

ეჭვის დადასტურების შემთხვევაში მსგავსი წარმოშობის პროდუქტების შემოწმება უნდა გაძლიერდეს მე-17(3) მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა