(a) შეამოწმონ წევრი სახელმწიფოების აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
(b) განახორციელონ ადგილზე შემოწმებები, რათა უზრუნველყონ შემოწმებების ამ დირექტივის შესაბამისად ჩატარება.
2. წევრი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ინსპექტირება, კომისიის ვეტერინარ ექსპერტებს, მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ეხმარება სამუშაოს შესრულებაში.
შემოწმების შედეგები უნდა განიხილებოდეს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად, საბოლოო ანგარიშის შედგენამდე და გავრცელებამდე.
3. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შემოწმებების შედეგებიდან გამომდინარე ასეა გამართლებული, იგი სიტუაციას განიხილავს მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტში. მან საჭირო გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს 28-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
4. კომისია თვალყურს ადევნებს მოვლენათა მსვლელობას; ამ მოვლენათა მსვლელობისა და 28-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე მას შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს მე-5 პუნქტში მოხსენიებული გადაწყვეტილება.
5. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა