2. კომისია და წევრი სახელმწიფოები კოორდინაციას უწევენ პირველ პუნქტში აღნიშნულ პროგრამას მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტის საშუალებით.

3. წევრი სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას მე-2 პუნქტში აღნიშნული კოორდინაციის შედეგად შემუშავებული პროგრამების განხორციელებისთვის.

4. მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტი ყოველწლიურად ამოწმებს პროგრამების განხორციელებას წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე.

5. წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ მიღებულ გამოცდილებას გაცვლითი პროგრამების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით.

6. გაერთიანებამ მონაწილეობა უნდა მიიღოს გაცვლითი პროგრამების დაფინანსებაში მათი ეფექტურად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერის დეტალური წესები და გაერთიანების ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა დადგენილია „ვეტერინარულ სფეროში ხარჯების შესახებ“ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით 90/424/EEC(23).

7. საჭიროების შემთხვევაში, 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტების გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა