– დროებით აჩერებს იმპორტს აღნიშნული მესამე ქვეყნის ყველა ტერიტორიიდან და, საჭიროებისამებრ, ტრანზიტს მესამე ქვეყნიდანაც;

– ადგენს განსაკუთრებულ პირობებს იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც აღნიშნული მესამე ქვეყნიდან ან მისი ნაწილიდან მოდის;

– ფაქტობრივი შედეგების საფუძველზე ადგენს მოთხოვნებს სათანადო შემოწმებებისათვის, რომლებშიც შეიძლება შევიდეს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების ძიება და ამგვარი შემოწმებების შედეგების საფუძველზე ზრდის ფიზიკური შემოწმებების სიხშირეს.

2. თუ ამ დირექტივით გათვალისწინებული რომელიმე შემოწმების საფუძველზე დადგინდება, რომ დატვირთული პროდუქტები შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობისთვის, კომპეტენტური ვეტერინარული ორგანო დაუყოვნებლივ იღებს შემდეგ ზომებს:

– აკავებს და ანადგურებს საეჭვო ტვირთს;

– დაუყოვნებლივ აცნობებს სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს და კომისიას მიღებული მონაცემებისა და პროდუქტების წარმომავლობის შესახებ, გადაწყვეტილების 92/438/EEC შესაბამისად.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიამ შესაძლოა მიიღოს პირობითი უსაფრთხოების ზომები მე-11, მე-12 და მე-13 მუხლში აღნიშნულ პროდუქტებთან მიმართებაში.

4. კომისიის წარმომადგენლები შესაძლოა დაუყოვნებლივ ეწვიონ აღნიშნულ მესამე ქვეყანას.

5. როდესაც წევრი სახელმწიფო ოფიციალურად აცნობებს კომისიას უსაფრთხოების ღონისძიებების საჭიროების შესახებ, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ასრულებს 1-ლი − მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ დებულებებს ან ინფორმაციას არ აწვდის მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტს მე-6 პუნქტის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოს შეუძლია, მიიღოს უსაფრთხოების დროებითი ღონისძიებები საეჭვო პროდუქტებთან მიმართებაში.

ამ პუნქტის მიხედვით მესამე ქვეყნის ან მისი დაწესებულების მიმართ დროებითი უსაფრთხოების ზომების გატარებისას წევრი სახელმწიფო შეტყობინებას უგზავნის სხვა წევრ სახელმწიფოებსა და ამ სახელმწიფოების კომისიებს მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტში.

საკითხის წარდგენის შემთხვევაში, 28-ე მუხლის პირობების შესაბამისად, მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტი ათი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს 1-ლი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების გახანგრძლივებას, შესწორებას ან გაუქმებას. 28-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის გამოყენება შესაძლებელია საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებადაც, გაერთიანების შიგნით პროდუქტების გადაადგილებასთან ან ტრანზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ჩათვლით.

6. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეცვლის, გაუქმების ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება 28-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით.

7. საჭიროების შემთხვევაში, ამ თავის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

თავი III

ინსპექტირება და შემოწმე