– იგი აცნობებს კომისიას გამოყენებული პროდუქტებისა და შესაბამისი ტვირთის ტიპის შესახებ; ხოლო კომისია ამ ინფორმაციას ავრცელებს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში;
– წევრი სახელმწიფოები უფრო მკაცრად ამოწმებენ ამავე წარმოშობის პროდუქტების ყველა ტვირთს;
განსაკუთრებით, ამავე წარმოშობის მომდევნო 10 ტვირთი უნდა იქნეს ჩამორთმეული სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ფიზიკური შემოწმებისათვის, ასევე, III დანართში მითითებული ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული ანალიზებისათვის და შეტანილი უნდა იქნეს დეპოზიტი ინსპექტირების თანხების უზრუნველსაყოფად, სადაც ამგვარი დამატებითი შემოწმებები ადასტურებს გაერთიანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, პრობლემური ტვირთის ან მისი ნაწილის განკარგვა უნდა მოხდეს მე-17(2)(a) და (b) მუხლის შესაბამისად,– კომისიას ეცნობება უფრო მკაცრი შემოწმების შედეგების შესახებ და ამ ინფორმაციის საფუძველზე იგი ატარებს ყველა საჭირო გამოკვლევას გამოვლენილი დარღვევების მიზეზებისა და წარმომავლობის იდენტიფიცირებისთვის.
2. თუ შემოწმებებით გამოვლინდა, რომ დასაშვები მაქსიმალური ზღვარი გადაჭარბებულია, გამოიყენება პირველი პუნქტის მე-2 ქვეაბზაცში მითითებული შემოწმებები.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტურ ორგანოებთან განხილვების შემდეგ კომისია დაასკვნის, რომ მესამე ქვეყნები, რომელთაც გაერთიანებასთან დადებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულებები ან მესამე ქვეყნები, რომელთა ტვირთები ნაკლები სიხშირით მოწმდება, ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და დირექტივის 96/23 29(1)-ე მუხლით დადგენილი გეგმით გათვალისწინებულ გარანტიებს, იგი ამ დირექტივის 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად აღნიშნულ ქვეყანას შეუჩერებს შემცირებული სიხშირის შემოწმებებით სარგებლობის უფლებას საეჭვო პროდუქტებზე მანამ, სანამ აღნიშნული ქვეყანა არ გამოასწორებს ამ შეუსაბამობებს. იგივე პროცედურა გამოიყენება შეჩერებული უფლების აღსადგენად.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმებებით მინიჭებული სარგებლის მიღების აღსადგენად, გაერთიანების დელეგაცია, წევრი სახელმწიფოების ექსპერტებთან ერთად ეწვევა შესაბამის ქვეყანას ამ ქვეყნის მიერ ვიზიტის ხარჯების დაფარვის პირობით, რათა დადასტურდეს, რომ ამგვარი ზომები გატარებული