ამ მიზნისათვის საფრანგეთის რესპუბლიკამ და საბერძნეთის რესპუბლიკამ კომისიას უნდა წარუდგინონ გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიებზე და, განსაკუთრებით, საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონებსა და გარკვეულ კუნძულებზე ან კუნძულთა ჯგუფებზე მესამე ქვეყნებში წარმოშობილი პროდუქტების იმპორტზე განსახორციელებელი შემოწმებების ფორმას, ამ ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი გეოგრაფიული შეზღუდვების გათვალისწინებით.

ამ გეგმებში განისაზღვრება შემოწმებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს გაერთიანების ტერიტორიის სხვა ნაწილებში პროდუქტების დაბრუნების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტერიტორიები აკმაყოფილებს გაერთიანების ვეტერინარული კანონმდებლობის მოთხოვნებ