(a) პროდუქტს თან ახლავს:
(i) სერტიფიკატის ორიგინალი ან პროდუქტის თანმხლები სერტიფიკატის გამცემი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი, პროდუქტის შემოტანაზე უარის თქმის მიზეზების დეტალების და იმის გარანტიის მითითებით, რომ პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები დაცულია და პროდუქტი გადამუშავებული არ არის;
(ii) დალუქული კონტეინერების შემთხვევაში, გადამზიდავის სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია, რომ არ მომხდარა ტვირთის გადმოცლა ან რაიმე სახით გადამუშავება;
(b) საეჭვო პროდუქტი გადის დოკუმენტურ და იდენტურობის შემოწმებას, ხოლო მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკურ შემოწმებასაც;
(c) ტვირთი მე-8(4) მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით პირდაპირ ბრუნდება წარმომშობ დაწესებულებაში იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც სერტიფიკატი გაიცა და თუ ტვირთის გადატანა მოიცავს სხვა წევრ სახელმწიფოში ტრანზიტს და ეს წინასწარ იყო ავტორიზებული იმ წევრი სახელმწიფოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სადაც ტვირთი პირველად შევა I დანართით გათვალისწინებულ გაერთიანების რომელიმე ტერიტორიაზე, ყველა იმ წევრი სახელმწიფოს სახელით, რომელთა გავლითაც მოხდება ტვირთის ტრანზიტი.
2. წევრი სახელმწიფო ვერ შეეწინააღმდეგება გაერთიანებაში წარმოშობილი პროდუქტების შემცველი ტვირთის ხელმეორედ შემოტანას, რომელზეც უარი თქვა მესამე ქვეყანამ, თუ ორიგინალი სერტიფიკატის გამცემი კომპეტენტური ორგანო თანახმაა ტვირთის უკან დაბრუნებაზე და დაცულია მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები.
3. პირველი და მეორე აბზაცებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, საეჭვო პროდუქტები გადაიგზავნება ისეთი პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას წარმოშობის დაწესებულებამდე მე-8(4) მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ჰერმეტულად დაცული სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც იდენტიფიცირდა და დაილუქა კომპეტენტური ორგანოს მიერ იმ პირობით, რომ ლუქი მოიხსნება კონტეინერის გახსნისას.
4. სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ანიჭებს ტრანსპორტირების უფლებამოსილებას, ტვირთის გამშვები სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს აწვდის ინფორმაციას ANIMO-ს ქსელის საშუალებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ხარჯი ეკისრება ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს წევრი სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გარეშე დირექტივის 85/73/EEC პირველი მუხლიდან გამომდინარე პრინციპების თანახმად.
6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა