1. ლიკვიდაციის მიზანია ავტორიზებული სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი განყოფილების აქტივების რეალიზაცია და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება კანონის IV თავის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სახელით გარიგებებს დებს და საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან შესაბამისი განყოფილების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გაიხსნება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის სალიკვიდაციო ანგარიში და მოხდება ფინანსურ ინსტიტუტებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყველა არსებული ანგარიშის დაბლოკვა, რის შემდეგაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. ამ ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება სალიკვიდაციო ანგარიშიდან.
4. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეძენილი აქტივები/ქონება შედის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი განყოფილების აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას კანონის IV თავის და ამ წესის შესაბამისა