1. ინიციატორმა/თავდაპირველმა კრედიტორმა სეკიურიტიზაციის ფარგლებში არ უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალებები/მექანიზმები, რომლებიც გამოიწვევს სეკიურიტიზაციის მომენტში შენარჩუნებული წმინდა, ეკონომიკური ინტერესის უფრო სწრაფად შემცირებას გადაცემულ ინტერესთან შედარებით. გადახდილი თანხის ან ამორტიზების შედეგად, ფულადი ნაკადების განაწილებისას, შენარჩუნებულ ინტერესს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი გადაცემულ ინტერესებთან შედარებით.

2. დასაშვებია შენარჩუნებული ინტერესის ამორტიზაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფულადი ნაკადების განაწილებით ან ზარალის განაწილებით, ისე რომ დროთა განმავლობაში, ფაქტობრივად შემცირდეს შენარჩუნებული რისკის დონე.

3. საკომისიოებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც განკუთვნილია სეკიურიტიზაციის პროცესში ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის მომსახურების  კომპენსაციისათვის, ჩაითვლება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) შეთანხმება საკომისიოს შესახებ დადებულია გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით, ბაზარზე არსებული შესადარისი ტრანზაქციების გათვალისწინებით; ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუ შესადარი ტრანზაქციები შესაბამის ბაზარზე არ არსებობს, გაშლილი მკლავის პრინციპის საფუძველზე საკომისიოს ოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება სხვა ბაზრებზე შესადარისი ტრანზაქციებისთვის მოქმედი საკომისიოების ოდენობა ან შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მხედველობაში იღებს სეკიურიტიზაციის სახეობას და გაწეული მომსახურების ხასიათს;

ბ)  საკომისიოები განკუთვნილია მომსახურების ანაზღაურებისთვის, არ წარმოქმნის უპირატეს მოთხოვნას სეკიურიტიზაციის ფულად ნაკადებთან მიმართებით და არ იწვევს გადაცემულ ინტერესთან შედარებით შენარჩუნებული ინტერესის უფრო სწრაფად შემცირებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლება, როდესაც საკომისიო გარანტირებულია სრულად ან ნაწილობრივ წინასწარ გადასახდელია  მომსახურების გაწევამდე და საკომისიოს გამოკლებით ეფექტური მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი კანონმდებლობის მოთხოვნილზე უფრო დაბალი