1. ინიციატორმა ან/და სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა უნდა უზრუნველყონ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის მფლობელისთვის, ეროვნული ბანკისთვის და მოთხოვნის შემთხვევაში პოტენციური ინვესტორისთვის, შემდეგი ინფორმაციის გამჟღავნება:

ა)  ყოველი კვარტლის დასრულებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში,   ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად შედგენილი კვარტალური ანგარიში საბაზისო აქტივების შესახებ, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:

ა.ა) ნებისმიერ არსებით ინფორმაციას საკრედიტო ხარისხსა და საბაზისო აქტივების შედეგებსა და მაჩვენებლებზე;

ა.ბ) ინფორმაციას მოვლენებზე, რომლებიც იწვევს გადახდების პრიორიტეტულობის ცვლილებას ან ნებისმიერი კონტრაჰენტის ჩანაცვლებას;

ა.გ) ინფორმაციას საბაზისო აქტივებიდან და სეკიურიტიზაციის ვალდებულებებიდან წარმოშობილი ფულადი ნაკადების შესახებ;

ა.დ) ინფორმაციას შენარჩუნებული რისკის შესახებ, მათ შორის, მითითებას არჩეული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მეთოდზე;

ბ) მოთხოვნისთანავე, სეკიურიტიზაციის ამსახველი ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც შესაბამისი ტრანზაქციის შინაარსის ანალიზისთვისა არის საჭირო, მათ შორის:

ბ.ა) შეთავაზების დოკუმენტები ან/და ემისიის პროსპექტი;

ბ.ბ) ტრადიციული სეკიურიტიზაციის შემთხვევაში, საბაზისო აქტივების გაყიდვის/გადაცემის ხელშეკრულება და ასეთ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები;

ბ.გ) დერივატივის და გარანტიის ხელშეკრულებები, ასევე, ნებისმიერი რელევანტური დოკუმენტაცია უზრუნველყოფის შესახებ;

ბ.დ) სეკიურიტიზაციიდან გამომდინარე გადახდების პრიორიტეტულობის/სუბორდინაციის და ინვესტორთა (კრედიტორთა) შორის დადებული ხელშეკრულებების დეტალური აღწერა;

ბ.ე) ხელშეკრულებები მომსახურების, მათ შორის, საბანკო მომსახურების, ფულადი სახსრების მართვის და წარმომადგენლობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ.ვ) თუ პროსპექტი არ არის შედგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის პირობების შეჯამება ან ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვა, მათ შორის:

ბ.ვ.ა) სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის სტრუქტურის აღწერა, მათ შორის, დიაგრამები, რომელიც შეიცავს ტრანზაქციის მიმოხილვას, ფულად ნაკადებს და მფლობელობით სტრუქტურას;

ბ.ვ.ბ) საბაზისო აქტივების საკრედიტო მოთხოვნების მახასიათებლების, ფულადი ნაკადების, საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესების ლიკვიდობის მექანიზმების, ასევე, ზარალის განაწილების იერარქიის/სქემის აღწერა;

ბ.ვ.გ) ინვესტორთა ხმის უფლებების აღწერა და მათი დაკმაყოფილების რიგითობა;

ბ.ზ) ამ პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ დოკუმენტაციაში არსებული ყველა მოვლენა, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონდეს სეკიურიტიზაციის პროცესზე;

ბ.თ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სეკიურიტიზაციასთან და რომლის გამჟღავნების ვალდებულებაც კანონმდებლობის შესაბამისად აქვს ინიციატორს ან სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, ან თუ აღნიშნულ მოთხოვნებს არ ექვემდებარება ინიციატორი/სპეციალური მიზნობრივი ერთეული - ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა:

ბ.თ.ა) ამ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმისაწვდომ დოკუმენტებში გათვალისწინებული ვალდებულებების არსებითი დარღვევა;

ბ.თ.ბ) ტრანზაქციის დოკუმენტაციის ან სტრუქტურული მახასიათებლების ნებისმიერი, არსებითი ცვლილება;

ბ.თ.გ) საბაზისო აქტივების ან სეკიურიტიზაციის რისკის მახასიათებლის ცვლილება, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს სეკიურიტიზაციის შედეგზე.

2. ინიციატორი და სპეციალური მიზნობრივი ერთეული ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის  შესახებ. თუ ინფორმაციის ან დოკუმენტის გამჟღავნება გამოიწვევს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, მისი წარდგენა/გამჟღავნება შესაძლებელია აგრეგირებული  ფორმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოებასა და წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი არის ინიციატორი ან/და სპეციალური მიზნობრივი ერთეული, მათი შეთანხმების შესაბამისად. ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები და მათი ვალდებულებების ფარგლები განისაზღვრება სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის დროს ან ამ წესის მე-5 მუხლის თანახმად წარდგენილი შეტყობინების მეშვეობით. ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ან/და მათი ვალდებულებების ცვლილების შესახებ წინასწარ ეცნობება ეროვნულ ბანკ