1. სეკიურიტიზაციის საბაზისო აქტივი არ შეიძლება იყოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებია, თუ ეს საჭიროა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევისთვის:
ა) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციის მიზნისთვის;
ბ) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის გასაგრძელებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი ლიკვიდაცია;
გ) ინვესტორთა ინტერესების დასაცავად, როდესაც სეკიურიტიზაციის საბაზისო აქტივები უმოქმედო მოთხოვნებია.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი შემთხვევები, როდესაც რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებად ჩაითვლებ