1. სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის (შემდგომში – სეკიურიტიზაციის) შესახებ შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესს, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის პროცედურასა და დამატებით მოთხოვნებს, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელ დამატებით წესებს, სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ მოქმედ დამატებით მოთხოვნებს, უმოქმედო საბაზისო აქტივის მაკვალიფიცირებელ კრიტერიუმებს და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს.
2. ეროვნული ბანკისთვის ამ წესის შესაბამისად წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისების