1. საჯარო კონსულტაცია წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესის სავალდებულო ნაწილს. კონსულტაციებში დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ჩართვა ხდება ამ მუხლის შესაბამისად.
2. დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური წარმომადგენლობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული უნდა იქნეს „დაინტერესებული მხარეთა ცხრილი“, რომლის მიხედვითაც ხდება დაინტერესებული მხარეების გავლენისა და ინტერესის მიხედვით დაჯგუფება. აღნიშნული ცხრილი მოცემულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) ასახული №7 ცხრილის სახით.
3. საჯარო კონსულტაციების შედეგები აისახება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში, ასევე მიზანშეწონილია მათი ელექტრონულად გამოქვეყნება საზოგადოების დროული და სრული ინფორმირების მიზნით.
4. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში უნდა ასახავდეს ინფორმაციას ჩატარებული საკონსულტაციო აქტივობების თაობაზე, რაც მოიცავს ინფორმაციას მოძიებული მოსაზრებებისა და მონაცემების შესახებ, ინფორმაციას მათი გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ და სხვა. ზემოაღნიშნული ინფორმაცია აისახება „დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმაში“, რომელიც მოცემულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) №8 ცხრილის სახი