1. შერჩეული ალტერნატივის განხორციელების მიზნით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში მკაფიოდ უნდა გაიწეროს განხორციელების დროში გაწერილი ნაბიჯები, საფეხურები, პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ინდიკატორები. აღნიშნული მოიცავს:
ა) განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოსალოდნელი სირთულის აღწერას;
ბ) შერჩეული ალტერნატივის განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკებს, კერძოდ, მათი დადგომის ალბათობის, მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების შეფასებას;
გ) შერჩეული ალტერნატივის განხორციელებისთვის საჭირო გარდამავალი ღონისძიების ჩამონათვალსა (საჭიროების შემთხვევაში) და მათ აღწერას;
დ) აღწერას, თუ როგორ განხორციელდება დასახულ მიზნებთან მიმართებით შერჩეული ალტერნატივის შეფასება მისი განხორციელების პერიოდში, ისევე როგორც დანერგვის განხორციელების შემდეგ.
2. როდესაც შერჩეული ალტერნატივის დანერგვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო განსხვავდება იმ ორგანოსგან, ვინც შეიმუშავა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, შერჩეული ალტერნატივის განხორციელების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ შეთანხმება ხდება წინასწარ, რომელიც მკაფიოდ უნდა აისახოს შემუშავებულ ანგარიშში.
3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შერჩეული ალტერნატივის მონიტორინგისა და საბოლოო შეფასების განხორციელების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს რეგულირების ზეგავლენის ანგარიშში „მონიტორინგისა და შეფასების გეგმის“ ფორმით, უნდა ასახავდეს კანონის აღსრულების მნიშვნელოვან ნაბიჯებს და მისი შესრულების შესაფასებლად საჭირო მთავარ ცხრილებს.
5. მონიტორინგისა და შეფასების გეგმა ჯამდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) მოცემული №6 ცხრილის მიხედვი