1. კანონპროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენის უფლების მქონე სახელმწიფო უწყებები, მათი მმართველობის სფეროში შემავალ საკითხებზე მუშაობისას კონკრეტული პრობლემის/საკითხის გამოვლენის შემთხვევაში, მისი დარეგულირების ალტერნატივების შესასწავლად, იღებენ გადაწყვეტილებას სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების შესახებ, თუ ასეთი კანონპროექტის წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება.

2. პრობლემის/საკითხის შესწავლის მიზნით, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია, ჩაატაროს პირველადი კონსულტაციები პრობლემის/საკითხის სიღრმის, მასშტაბისა და მნიშვნელობის თაობაზე იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აღნიშნული პრობლემა/საკითხი ახდენს ზეგავლენას.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასებისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების პროცესში ცალკეული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე ხორციელდებ