1. თუ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის შესაბამისად დადგინდა, რომ პრობლემის/საკითხის მოგვარების საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს მისი საკანონმდებლო დონეზე რეგულირება, ინიციატორი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 23-ე მუხლის მიხედვით უწყების მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმაში საკითხის შეტანის შესახებ, რაც არ აბრკოლებს კანონპროექტების მომზადების გეგმის შედგენას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით, აგრეთვე ამავე რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენას.
2. კანონპროექტების მომზადების გეგმაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალის გარდა, ასახული უნდა იქნეს, რომ სამინისტრო წარადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშს.
3. თუ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის შესაბამისად დადგინდა, რომ პრობლემის/საკითხის მოგვარების საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს არამარეგულირებელი ქმედება ან მისი დარეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით არის მიზანშეწონილი, უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს აძლევს დავალებას პრობლემის/საკითხის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ.
4. თუ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის გაცნობის შემდეგ ანგარიშის ავტორი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი ჩათვლის, რომ ანგარიშის პროექტი საჭიროებს გადამუშავებას, იგი აძლევს სამუშაო ჯგუფს შესაბამის მითითება