ა) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებით;

გ) აწარმოებს ანალიტიკურ საქმიანობას განათლებისა და სპორტის სფეროში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საზოგადოებრივი საჭიროებების განსაზღვრისა და სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამების მასთან მისადაგების მიზნით;

დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ