ა) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს;

ბ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს;

გ) შეიმუშავებს სამინისტროს სამოქმედო გეგმას, უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტლებისა და კალენდარული წლების მიხედვით განწერას;

დ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;

ე) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტებს;

ვ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას;

ზ) კოორდინაციას უწევს საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების პროცესს;

თ) ამზადებს დასკვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ;

ი) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ;

კ) ამზადებს სამინისტროს მმართველობაში არსებული საბიუჯეტო დაწესებულებების ღონისძიებებისა და პროგრამებისათვის განსაზღვრული წლიური ასიგნებების კვარტალურ განწერას;

ლ) ამზადებს სამინისტროსა და მის მმართველობაში არსებული დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალურ ანგარიშებს და წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს;

მ) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტთან შეთანხმებით ამზადებს ხარჯთანუსხასა და მასთან დაკავშირებულ გაანგარიშებებს;

ნ) იხილავს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ