ა) დეპარტამენტის წარმოებაში არსებული კორესპონდენციების შესაბამის ვადებში შესრულების საკითხის  მონიტორინგი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა;

ბ)დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესრულებული და მიმდინარე საქმიანობის ანალიზი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;

დ) დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, სუსტი მხარეებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ე) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული სახით შეგროვება, საინფორმაციო მასალების დამუშავება და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მიწოდება;

ვ) დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი;

ზ) სამინისტროს სისტემიდან დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციების დამუშავება, ანალიზი და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების  წარდგენა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ