2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობენ დეპარტამენტის უფროსს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობენ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებენ გადაწყვეტილებებს მათზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებენ მათ შესაბამის სამმართველოებს/სამსახურს შორის;

დ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ე) ასრულებენ მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ვ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს/სამსახურის უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურ