ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე) სამინისტროს სისტემაში არსებული აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ზ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი;
თ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის ელექტრონული) შეგროვება, დამუშავება და შესწავლა-ანალიზი;
ი) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
კ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ლ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;
მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;
ნ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ო) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებებისთვის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის, სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ან/და ხარვეზების გამოსწორების, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე მითითების მიცემა;
პ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მისი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების, ასევე მათი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ მინისტრისათვის წინადადების წარდგენა;
ს) სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების თაობაზე სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებებისათვის წარდგინებით მიმართვა;
ტ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება;
უ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ფ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ქ) დისციპლინური წარმოების განხორციელება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ღ) ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მათთან თანამშრომლობა;
ყ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობის მოთხოვნა, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით სარგებლობა;
შ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შეუზღუდავი დაშვება აქვთ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა. საქმიანობის პროცესში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, წერილობითი ახსნა-განმარტება ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით.
4. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. სამსახურებრივი კომპეტენციების განხორციელების პროცესში დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტისათვის მოწოდებული ინფორმაცია სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე, არის ბუნდოვანი/დაუსაბუთებელი (მაგ.: არ არის მითითებული კონკრეტული გადაცდომის ჩამდენ პირთა ვინაობა, ჩადენის დრო, გარემოებები, ასევე არ არის წარმოდგენილი დარღვევის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ან/და იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც დაადასტურებენ დარღვევებს), დეპარტამენტის კომპეტენციაა მოსთხოვოს კორესპონდენციის ავტორს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს ვადას, ხოლო განსაზღვრული ვადაში სათანადო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, არ დაიწყოს/შეწყვიტოს წარმოება.
7. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების ხელმძღვანელები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ დეპარტამენტს ინფორმაცია სამართალდარღვევის იმ ფაქტების შესახებ, რომელთა განხილვა დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება