მუხლი 4🔗
დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების, შიდა აუდიტის საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების, ამ დებულების, და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით